logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: ყველა, ვინც ჩაიდენს დანაშაულს, აუცილებლად დაისჯება!
- +

28 ოქტომბერი. 2016. 13:00


შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მარნეულსა და ჯიხაშკარში არჩევნებზე მომხდარი ინციდენტების გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მომხდარი ინციდენტების გამოძიების მხრივ პოლიტიკურ მოტივებს საერთოდ ადგილი არ ჰქონია.


მარნეულის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი კრიმინალები. მათ არათუ წინააღმდეგობა გაუწიეს, ხელიც კი აღმართეს პოლიციელებზე. რა პოლიტიკურ მოტივებზე შეიძლება იყოს საუბარი. რაც შეეხება ჯიხაშკარის მოვლენებს, დაკავებული არის ორი პირი. ჩვენ არ ვანსხვავებთ პოლიტიკური სიმპათიით ადამიანებს, ყველას, ვინც ჩაიდენს დანაშაულს, აუცილებლად მიეზღვება", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner