logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოში 2-3 წელიწადში არ იქნება დასახლებული პუნქტი, სადაც არ იქნება მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი
- +

28 ოქტომბერი. 2016. 13:12


პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პროექტ „სტარტაპ მეგობრულის" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში ორ-სამ წელიწადში არ იქნება დასახლებული პუნქტი, სადაც არ იქნება მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი.



დიმიტრი ქუმსიშვილმა ის პროექტები და პროგრამები მიმოიხილა, რომლებიც ქვეყნაში ხელისუფლებამ ინოვაციების, დამწყები ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით განახორციელა. მისივე თქმით, „სტარტაპ მეგობრული" ეს არის პროგრამა, იდეა, რაც იყო ძირითადი ნაწილი მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის. ქუმსიშვილის თქმით, დამწყები ბიზნესის, ინოვატორების ხელშესაწყობად პირველ რიგში უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს ხედვა.

 

 

სწორედ ეს არის დაფიქსირებული ოთხქუნტიან გეგმაში და ამ გეგმის ამოსავალი წერტილი არის მეწარმეობის განვითარება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს უკვე შედეგები.

უკვე განხორციელდა პროექტ სტარტაპ საქართველოს" პირველი ეტაპი, გამოვლენილია გამარჯვებულები და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

გარდა ამისა, საქართველო შეუერთდა ევროკავშირის პროგრამას ჰორიზონტ 2020"-, რომლითაც ჩვენს ქვეყანას მიეცა შესაძლებლობა, ჰქონდეს წვდომა 24-მილიარდ ევროიან ფონდთან, რომლებიც ინოვატორებს აფინანსებს.
ასევე, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ინტერნეტიზაციის პროექტზე.

ჩვენ ქვეყანაში ორ-სამ წელიწადში არ იქნება დასახლებული პუნქტი, სადაც არ იქნება მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი. ჩვენი სამინისტროს ძირითადი ამოცანა არის ის, რომ ჩვენ მივიტანოთ ის შესაძლებლობები, რომელიც ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თანაბარი წვდომა ინტერნეტთან, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



მისივე თქმით, ინოვაციების ხელშეწყობის კუთხით განხორციელდა რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა და ეს მომავალშიც გაგრძელდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner