logo_geo
eng_logo
ეკა აკობია: დადგა დრო, მხარეებმა, რომლებიც „მაესტროს“ იმიჯს ბღალავენ, დასვან წერტილი
- +

18 მარტი. 2016. 10:46



შპს „სტუდია მაესტროს" დამფუძნებელი ეკა აკობია ტელეკომპანია „მაესტროს" დავაში მონაწილე პირებს „მაესტროს" გადასარჩენად მოლაპარაკებებს სთავაზობს. მისი თქმით, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა „მაესტროს" იმიჯი საგრძნობლად დააზარალა.


მე ჩემს თანამოაზრეებთან ერთად დავაფუძნე მაესტრო" და ვიზრუნე იმაზე, რომ ამ ტელეკომპანიას შექმნოდა იმიჯი. ჩემდა სამწუხაროდ, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ეს იმიჯი საგრძნობლად დააზიანა. დღეს დადგა დრო, რომ მხარეებმა, რომლებიც მონაწილეობენ დავაში, რომლებიც მაესტროს" იმიჯს ბღალავენ, შეურაცხყოფენ, დასვან წერტილი. ვფიქრობ, დადგა დრო, მედიამფლობელებმა გაიხსენონ, რომ მედია არ არის ჩხუბის ტირაჟირების ადგილი. ჩვენგან მაყურებელი ელის დაბალანსებულ, ობიექტურ ინფორმაციას. ეს არ არის მფლობელთა ჩხუბის პოლიგონი.

 

მე არ წარმოვადგენ არც ერთ მხარეს, არც მაკა ასათიანის და არც გია გაჩეჩილაძის მხარეს და ამ დავაში ნეიტრალური ადგილი მიჭირავს. ამიტომაც, ვთავაზობ ორივე მხარეს, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. დროა, ყველანაირი კონფლიქტი გადაიტანონ კაბინეტურ სიტუაციაში და არა ცისფერ ეკრანებზე გამოიტანონ.

 

მე ვიღებ ვალდებულებას და ამას შევასრულებ, დაველაპარაკო ორივე მხარეს. მისცენ ჟურნალისტებს საშუალება, რომ იმუშაონ ჯანსაღ გარემოში. ყველა მფლობელმა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და თანამშრომლებს და ჟურნალისტებს მოექცეს როგორც ნამდვილ ადამიანებს და არა როგორც ხორცს, რომელსაც ბრძოლისთვის იყენებენ. ეს არის ბოლო შანსი", - განაცხადა ეკა აკობიამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner