საკონსტიტუციო სასამართლოს ახალარჩეული თავმჯდომარის ზაზა თავაძის მიერ ევროპაში გამართულ პირველ ოფიციალურ ვიზიტს სკანდალი მოჰყვა - სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერდა, რომ ვიზიტისას ზაზა თავაძე თვითმფრინავიდან ალკოჰოლური მოწამვლის დიაგნოზით პირდაპირ საავადმყოფოში მოხვდა. ფეისბუქ-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ზოგიერთმა მედიასაშუალებამაც აქტიურად გააშუქა.
„კვირამ" ექსკლუზიურად ზაზა თავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოიპოვა ცნობა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ქალაქ იასის კარდიოლოგიურმა კლინიკამ მიაწოდა. სწორედ აღნიშნულ კლინიკაში გადაიყვანეს ზაზა თავაძე მას შემდეგ, რაც ვილნიუსიდან ქუთაისის მიმართულებით გამოფრენილმა „ვიზეარის" თვითმფრინავმა, თავაძის შეუძლოდ გახდომის გამო, რუმინეთში არაგეგმიური დაშვება განახორციელა. აღნიშნული ცნობიდან არ დასტურდება, რომ ზაზა თავაძის შეუძლოდ გახდომის მიზეზი ალკოჰოლური ინტოქსიკაცია გახდა.
„ცნობა ეძლევა ბატონ ზაზა თავაძეს, რომ ის 2016 წლის 26 ოქტომბერს კარდიოვასკულარული დაავადებების ინსტიტუტში „Frof. George I. M. Georgesku" შემდეგი დიაგნოზით მოათავსეს - „მწვავე კორონარული სინდრომი". ამჟამად პაციენტს ყველა აუცილებელი პროცედურა უტარდება. ცნობა ეძლევა სამსახურში წარსადგენად", - აღნიშნულია იასის კარდიოლოგიური კლინიკის მიერ გაცემულ ცნობაში.