„თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი გამოძიებამ დაზარალებულად ცნო. ინფორმაცია პეტრიაშვილის ადვოკატმა ლევან სამუშიამ გააჟღერა.
მისი თქმით, დაცვის მხარე ახლა საქმის მასალების გადაცემას ელოდება.
ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათ შორის კიდურების, წელის და თავის არეში.
პეტრიაშვილზე თავდასხმის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი უკვე დააკავა. ლევან მექვაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.