logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ეკლესია ლოცულობს უნივერსიტეტისთვის
- +

18 მარტი. 2016. 10:49



სვეტიცხოველში გუშინ კრიტელის ლოცვა შესრულდა, რომელსაც, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ესწრებოდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თსუ-ს რექტორს ლადო პაპავას საჩუქრად მაცხოვრის ხატი გადასცა.


მსახურების დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა.


უწმინდესის თქმით, ეკლესია ლოცულობს უნივერსიტეტისთვის და უფლის სამადლობლად უნივერსიტეტის რექტორს მაცხოვრის ხატი გადაეცა.


საპატრიარქოს ინფორმაციით, ლადო პაპავამ პატრიარქს უნივერსიტეტისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ხატი უნივერსიტეტში ისეთ ადგილს დაიკავებს, სადაც ნებისმიერ სტუდენტს და პროფესორ- მასწავლებელს მისი მოლოცვის შესაძლებლობა ექნება.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner