ოსმა ძალოვანებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი მალხაზ ლეჟავა გაათავისუფლეს და ქართველ სამართალდამცავებს სოფელ ერგნეთში ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასცეს.
ლეჟავა 22 ოქტომბერს, სოფლის განაპირა მხარეს რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
მალხაზ ლეჟავამ ცხინვალის იზოლატორი ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვა.