logo_geo
eng_logo
ჯანდაცვის სამინისტრო: მერიის მიერ კომუნალური ვაუჩერების გაცემა საარსებო შემწეობის შეწყვეტის საფუძველი არ არის
- +

28 ოქტომბერი. 2016. 16:06



„მერიის მიერ კომუნალური ვაუჩერების გაცემა არ არის საარსებო შემწეობის შეწყვეტის საფუძველი, ირაკლი აბესაძის განცხადება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია",- ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პენსიისა და სოციალური დახმარების სამმართველოს უფროსმა თათია გვარამაძემ განუცხადა.



გვარამაძის თქმით, სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მხრიდან გაცემული ვაუჩერი, ოჯახს მეტ შანს აძლევს, მიიღოს სოციალური დახმარება.



მერიის მიერ კომუნალური ვაუჩერების გაცემა არ არის საარსებო შემწეობის შეწყვეტის საფუძველი, ირაკლი აბესაძის განცხადება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ვაუჩერის გაცემა არა მხოლოდ შეწყვეტის, არამედ სააგენტოს მხრიდან ოჯახის ხელახალი გადამოწმების ან სხვა რაიმე ქმედების გატარების საფუძველსაც არ იძლევა. სოციალური მომსახურების სააგენტო ასუბსიდირებს 70 000 სარეიტინგო ქულაზე ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის ტარიფებს შორის სხვაობას. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ კომუნალური ვაუჩერი არ არის საარსებო შემწეობის შეწყვეტის ან შეჩერების საფუძველი. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ვაუჩერი აკლდება კომუნალურ ხარჯებს, რომელსაც ოჯახი გასწევს და სარეიტინგო ქულა ჩამოდის დაბლა. ამიტომ, ოჯახს უფრო მეტი შანსი აქვს, მიიღოს სოციალური დახმარება", - განაცხადა თათია გვარამაძემ.

 


„ნაციონალური მოძრაობის" კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალურად დაუცველთა ნაწილს დახმარება მხოლოდ იმის გამო მოუხსნა, რომ მათ მერია კომუნალური გადასახადებისთვის ვაუჩერს აძლევს.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner