logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს არ ვეთანხმებოდე...
- +

28 ოქტომბერი. 2016. 16:17



„სალომე ზურაბიშვილი თავისუფალი ადამიანია და მას აქვს თავისი მნიშვნელოვანი გამოცდილება", - ამის შესახებ „TV პირველის" ეთერში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან დაკავშირებით საუბრისას „ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.


როგორც პარლამენტარი ამბობს, რუსეთთან ურთიერთობის თემაზე შესაძლოა, ის ზურაბიშვილის მოსაზრებას არ ეთანხმება, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობაში მნიშვნელოვანი მაინც მიზანია - ქვეყნის დეოკუპაცია.


„შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს არ ვეთანხმებოდე, მაგრამ ამ აზრთა სხვადასხვაობაში მთავარია, ვეძებოთ ის მნიშვნელოვანი, რაც ქვეყნისთვის მოიტანს დეოკუპაციას.

 

ჩემთვის და ყველასთავის ოკუპაცია მიუღებელია, ხოლო რა ფორმით უნდა მივაღწიოთ დეოკუპაციას, ეს ფართო მსჯელობის საგანია", - განაცხადა სესიაშვილმა.


მთაწმინდის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველო რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობაზე უარს ვერ იტყვის. კომენტარი მან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გააკეთა და განმარტა, რომ მოლაპარაკებების გზით შედეგის მიღწევა ყოველთვის შესაძლებელია:


„ოკუპანტის სტატუსი, რაც რუსეთს მიენიჭა და რაც რეალობის სწორი ასახვაა, ყოველმხრივ გვბლოკავს. ვერ ვმონაწილეობთ იმ მოლაპარაკებებში, რომელსაც ჩვენი უცხოელი პარტნიორები მართავენ და ჩვენს სუვერენიტეტს იცავენ. ისინი თავისუფალნი არიან, რომ ჩვენს ოკუპანტს დაელაპარაკონ. ვიცით, რომ სამხედრო გზა ჩვენი გზა არ არის. ჩვენ ვერ ვიტყვით უარს დიპლომატიურ გზაზე. ეს არ არის დათმობის გზა, ამ გზაზე არ შეიძლება, დადიოდნენ ოპოზიციონერები, რათა თავიანთი პოლიტიკური სტატუსი აიმაღლონ. ეს გზა ქვეყნის შიგნით, ყველა პარტიაში კარგად უნდა იყოს შეთანხმებული", - განაცხადა ზურაბიშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner