logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ეკონომიკის სწრაფი ზრდა არის ერთადერთი წამალი იმისა, რომ ლარი უფრო მყარი იყოს
- +

28 ოქტომბერი. 2016. 17:22



„ქართული ოცნების" წევრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ჭიათურაში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სულხან მახათაძის მხარდასაჭერად იმყოფებოდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეკონომიკის სწრაფი ზრდა არის ერთადერთი ყველაზე სწორი წამალი იმისა, რომ ლარი იყოს უფრო მყარი და სტაბილური.



ექსპერტებს შევუსწორებ - ინვესტიციები შემოდის. ლარის დროებითი მერყეობა არის დამადასტურებელი იმისა, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი მცურავი კურსი. მიუხედავად ამისა, დავეთანხმები იმ ნაწილს, რომ ეკონომიკის სწრაფი ზრდა არის ერთადერთი ყველაზე სწორი წამალი იმის, რომ ლარი იყოს უფრო მყარი და სტაბილური, რისთვისაც ჩვენ აქ დღეს ვიმყოფებით, რისთვისაც უნდა მისცეს ჭიათურის მოსახლეობამ ხმა სულხან მახათაძეს, იმიტომ რომ ეს მოგვცემს საშუალებას, უფრო დამაჯერებლად, უფრო მყარად და უფრო სწრაფ დროში განვახორციელოთ ის 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც აქვს პრემიერს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner