logo_geo
eng_logo
თელავში განახლებული ბატონის ციხე გაიხსნება
- +

28 ოქტომბერი. 2016. 17:22



29 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თელავში,  განახლებული ბატონის ციხე გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში  მერსი ტემბონი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე, კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი,  თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე  და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.


ერეკლე მეორის სასახლის რესტავრაცია დასრულდა. სასახლის რეაბილიტაცია საქართველოს  მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.  პროექტის მიზანი ძეგლისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნება და კახეთის რეგიონში ტურიზმის ხელშეწყობა  იყო.  მუნიციპალური განვითარების ფონდის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს  ძალისხმევითა და მონიტორინგით, ბატონის სასახლის რესტავრაცია ავთენტურობის სრული დაცვით ჩატარდა. არსებული პროექტიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით მომზადდა.


სასახლის ტერიტორიაზე დამონტაჟდა აივნების სვეტები,  ჩატარდა კირით ლესვითი სამუშაოები. დერეფნები და დარბაზის იატაკები აგურითა და ქართული ქვით მოპირკეთდა. დამონტაჟდა  ვიტრაჟები და   გარე განათება.  სასახლის რეაბილიტაცია  1 871 893 ლარი დაჯდა.


სასახლის ეზოში ბატონის ციხის მუზეუმის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ  მუზეუმის შენობას დაემატა საგამოფენო  დარბაზი.  პროქტის ფარგლებში, უკვე ამოყვანილია კედლები და  მიმდინარეობს გადახურვის სამუშაოები. მუზეუმის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2017 წლის გაზაფხულზე იგეგმება. პროექტის ღირებულება 5 000 000 ლარს აღწევს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner