მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ „კრწანისის" სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ემ ეტაპისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ გუშაგი ინსტრუქციების ფარგლებში მოქმედებდა.
„ამ ეტაპზე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ამ დრომდე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით როგორც დგინდება, გუშაგი ამ შემთხვევაში მოქმედებდა შინა ბრძანებებისა და ინსტრუქციების ფარგლებში. გამოძიება მიმდინარეობს საკმაოდ ინტენსიურად. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება",- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ირაკლი შოთაძემ „კრწანისში" მომხდარი შემთხვევის დროს გრადაცვლილი გიორგი შენგელიას ოჯახს მიუსამძიმრა.