საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, საარჩევნო კამპანიის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებზე, კონკრეტული პირების მიმართ, სისხლისსამართლებრივი დევნაა დაწყებული.
მისი თქმით, ყველა ფაქტზე, განცხადებაზე, საჩივარზე, სადაც იყო დანაშაულის ნიშნები, დაწყებულია გამოძიება.
„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. კონკრეტული პირების მიმართ დაწყებულია საარჩევნო კამპანიის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა. ჩვენ ჩართული ვართ უწყებათაშორის კომისიის ფორმატში. ყოველ კვირა ვახდენთ არასამთავრობოების, საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების შედეგების შესახებ", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მისივე თქმით, განმუხურის და მარნეულის ფაქტებზე რამდენიმე პირი დააკავეს.