logo_geo
eng_logo
კახა კუკავა: ხიდაშელი ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს!
- +

18 მარტი. 2016. 11:16



რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოს შესახებ განცხადებას აკეთებს. კარასინმა პრაღაში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ  საქართველოში მთავარი საფრთხე საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკის ზრდაა.


კარასინის ამ განცხადებას „თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა გამოეხმაურა. „რეპორტიორთან" საუბრისას მან თქვა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არ არსებობს ერთიანი კონცეფცია, ერთი მხრივ - ზურა აბაშიძეა, რომელიც კარასინთან მოლაპარაკებების მაგიდას გაღიმებული უზის და მეორე მხრივ  - თინა ხიდაშელი, რომელიც ატომური ომით ემუქრება რუსეთს


„ვფიქრობ, გრიგორი კარასინის განცხადება წარმოაჩენს სხვა პრობლემას, რომელზეც მე ბოლო ხუთი წელია ვსაუბრობ. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არ არსებობს ერთიანი კონცეფცია, ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ ზურა აბაშიძეს, რომელიც კარასინთან მოლაპარაკებების მაგიდას გაღიმებული უზის და მეორე მხრივ, ვხედავთ თინა ხიდაშელს, რომელიც ატომური ომით ემუქრება რუსეთს. ვფიქრობ, ორივე შემთხვევა არაადეკვატურია, სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს ერთიანი და ზომიერი კურსი, რომელშიც არც ხიდაშელისნაირი მძაფრი და აგრესიული რიტორიკა არ უნდა იყოს გამოყენებული და არც ზურა აბაშიძის არაფრის მომტანი, ყურადღების გასაფანტავი  მოლაპარაკებები. საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაში უნდა წარმოადგენდეს მაღალი რანგის დიპლომატი, რომელსაც ხელისუფლების მხრიდან სრული ნდობა ექნება და რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და არა მარტო  იმ მეორეხარისხოვან საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ მთელი ამ წლების მანძილზე ვუყურებთ.

 

შინაარსობრივად, ის, რომ საქართველოში მოსალოდნელია ანტირუსული რიტორიკა, ამის თქმა კარასინისგან  არ გვინდა. ანტირუსული რიტორიკა საქართველოში 1989 წლის 9 აპრილის შემდგომ არის, ამას თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. ის, რომ საქართველოში არ არის რუსეთთან მიმართებაში კეთილგანწყობილი დამოკიდებულება, მარტივი ასახსნელია აქვს, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებიდან გამომდინარე, როცა ტერიტორიები არის ოკუპირებული და სხვა ბევრი მიზეზი. თუმცა ამას სუბიექტური მიზეზებიც აქვს, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი, მათ შორის ხიდაშელი, დაინტერესებულები არიან, რომ არ მოხდეს ამ ურთიერთობების გამოსწორება, ეს მათ პოლიტიკურ კარიერას ემუქრება.

 

კარასინს შეუძლია, თავისი მოსაზრება გამოთქვას, მაგრამ საკუთრივ მის განცხადებაზე კომენტარს არ ვაკეთებ, რადგან ეს არ არის კარასინის გასარჩევი საქმე, ეს არის ჩვენი საშინაო პოლიტიკის საკითხი. ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი, კარასინი რას ფიქრობს ხიდაშელზე, ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ხიდაშელი ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს", - ამბობს კახა კუკავა.

 

 

გრიგორი კარასინის განცხადება იხილეთ ლინკზე

http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=2671





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner