logo_geo
eng_logo
სამართალდამცველებმა აფთიაქების ხელმძღვანელი პირების მიერ, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის არაერთი ფაქტი გამოავლინეს
- +

18 მარტი. 2016. 11:20




საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა აფთიაქის ხელმძღვანელი პირების მიერ, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის არაერთი ფაქტი გამოავლინა.



გამოძიებით და კონტროლის მიზნით განხორციელებული შესყიდვებით დადგინდა, რომ სხვადასხვა აფთიაქში სისტემატურად ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაცია, რომლის მეშვეობითაც აფთიაქების ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი.



საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 1-დან 3 წლამდე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner