logo_geo
eng_logo
ზექი ლევენთ გუმრუქჩუ: ტერორისტული აქტის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
- +

28 ოქტომბერი. 2016. 20:31


 

 

„სარფთან დაკავშირებით საქმე გვაქვს ტექნიკურ ხარვეზთან. ეს არ ხდება მხოლოდ სარფის საბაჟოზე. ხარვეზს ადგილი აქვს მთელი თურქეთის მასშტაბით",- ამ სიტყვებით საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ სარფის საბაჟოზე არსებულ შეფერხებას ეხმაურება.


ელჩი ასევე თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის თურქეთის მხარეს ხელნაკეთი ბომბის აფეთქების შესახებ, არ ადასტურებს. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესებამება.


„სარფთან დაკავშირებით საქმე გვაქვს ტექნიკურ ხარვეზთან. ეს არ ხდება მხოლოდ სარფის საბაჟოზე. ხარვეზს ადგილი აქვს მთელი თურქეთის მასშტაბით. გავრცელდა ინფორმაცია, თითოქოს იქ უნდა მომხდარიყო ტერორისტული აქტი, თუმცა ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ ამას არ ვადასტურებთ", - განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner