logo_geo
eng_logo
გიორგი ჩოგოვაძე: ისეთი ბაზრები ავითვისეთ, რომლებიც აქამდე ტურიზმის კუთხით არ გამოირჩეოდა
- +

28 ოქტომბერი. 2016. 20:52




ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა, რომ 2015-2016 წლებში ხელისუფლებასა აქვს წარმატებული მაგალითები იმისა, თუ როგორ აითვისა ისეთი ბაზრები, რომლებიც აქამდე საქართველოში ტურიზმის კუთხით არ გამოირჩეოდა.


როგორც  ჩოგოვაძემ აღნიშნა, 2015 წლის დასაწყისში მოხდა 10 წლიანი ახალი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც 2025 წლამდე განსაზღვრავს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და მასში არის გაწერილია ახალი ბაზრების აღმოჩენისა და განვითარების მიმართულება.


„2015-2016 წლებში გვაქვს წარმატებული მაგალითები იმისა, თუ როგორ ავითვისეთ ისეთი ბაზრები, რომლებიც აქამდე საქართველოში ტურიზმის კუთხით არ გამოირჩეოდა, მაგალითად, ჩვენთან ძალიან მოიმატა სტუმრებმა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, როდესაც ისინი საერთოდ არ ფიგურირებდნენ საქართველოში ტურისტულის შემოსვლების მხრივ. ეს რეგიონი საქართველოსთან ძალიან კარგად არის დაკავშირებული ავიამიმოსვლის კუთხით", - განაცხადა ჩოგოვაძემ.


რაც შეეხება ევროპასა და ამერიკას, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯებით არის წინსვლა. მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ საქართველო ამერიკის ტურისტული სააგენტოების ყველაზე დიდი ასოციაციის წევრი გახდა.


„როდესაც ჩვენ მივიღებთ ვიზალიბერალიზაციას, ეს ნიშნავს, რომ მეტი იქნება მოგზაურობა როგორც საქართველოდან, ასევე საქართველოში. ჩვენი ქვეყანა უფრო ცნობილი და ახლო გახდება ევროპული ქვეყნებისთვის, ამიტომ ევროპა რჩება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად", - განაცხადა ჩოგოვაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner