„ნაცმოძრაობის" პროცენტი ცოტა მეზეტმეტა. 27 %-ს არ ველოდი. ნუთუ, „ნაციონალურ მოძრაობასთან" ამდენი ხალხია ტრფიალში",- ამის შესახებ ქართველი კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში იასუბრა.
სეფიაშვილმა ასევე საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით ისაუბრა და ამომრჩევლლებს მიმართა, რომ სანამ ხმას მისცემენ „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის 9 წელი გაიხსენონ.
„იცით, „ქართული ოცნების" მოტრფიალე არ ვარ. მე ერთად-ერთი ვისთანაც ვარ ვალდებული ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ის თემა დავიღუპეთ საკონსტიტუციო უმრავლესობით თუ მოვიდა „ოცნება" და ისტერიკა, რომელიც ატეხეს. მოდი რა გავისხსენოთ, სოციალ დემოკრატები რომლებმაც კონსტიტუციური უმრავლესობა მიიღო. მერე მრავალწლიანი კომუნისტური წყობა, შემდეგ მრგვალი მაგიდა, მოქალაქეთა კავშირი, შემდეგ ჯერ უმრავლესობაში იყო „ნაციონალური მოძრაობა". „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობით გავიდეს ეს არ არის მოვლენა, სულ ესე იყო. თუ ესენი დაღუპავენ ქვეყანას 8 წელი „ნაციონალების" დროს სად იყვნენ? არ არის საჭირო ეს ისტერიკა. ნუ დაუბნევენ ხალხს ტვინს. მინდა ყველას ვთხოვო, ყველამ 30-ში ხმა მიეცით თქვენი ნამუსის საპასუხოდ, მაგრამ მანამდე გაიხსენეთ 9 წელი. რა სისხლიანი პერიოდი გვქონდა და რამდენი გაუბედურებული სული იყო",- განაცხადა სეფიაშვილმა.