logo_geo
eng_logo
ზაზა პაპუაშვილი: დავით ნაფეტვარიძეს სხვა საქმე არ აქვს?
- +

28 ოქტომბერი. 2016. 22:55


 

„მარტივი პასუხი მაქვს - რა მაგის საქმეა, მე სად ვიყრი კენჭს, სხვა საქმე არ აქვს?",- ამ სიტყევბით უპასუხა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს"  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაზა პაპუაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობიდან" ოპონენტის  დავით ნაფეტვარიძის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც ჟურნალისტმა გაიმეორა,  თუ რატომ არ იყრის პაპუაშვილი კენჭს მთაწმინდაზე.


პაპუაშვილმა ასევე „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, არჩევნებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. კითხვაზე, თუ რატომ უნდა მისცეს ხმა ამომრჩეველმა ზაზა პაპუაშვილს, მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ქვეყანას ერთგული ადამიანები სჭირდება, რომლებიც საქართველოს განვითარებაზე იზრუნებენ და „ხაზინას არ გაქურდავენ". როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას" კონკურენტი არ ჰყავს.


„უპირატესობა ძალიან ბევრია და ჩემს თავს, უფლებას არ მივცემ ჩამოვთვალო. ჩვენ კონკურენტი არ გვყავს",- აღნიშნა ზაზა პაპუაშვილმა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner