logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გარკვეული პროვოკაციების საფრთხე დღესაც არსებობს
- +

28 ოქტომბერი. 2016. 22:55



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ გარკვეული პროვოკაციების საფრთხე დღესაც არსებობს, თუმცა ე.წ. რევოლუციური სცენარი, რომელიც რეალურად მზადდებოდა „ნაცმოძრაობის" ოფისებში, ოდესაში, ვერ შედგა. 


კობახიძის განცხადებით,  „ქართულ ოცნებას" შეუძლია პასუხისმგებლობა აიღოს თითოეულ განცხადებაზე, რომელიც 8 ოქტომბრამდე, არჩევნების პირველ ტურამდე გააკეთეს და რომელიც უკავშირდებოდა დესტაბილიზაციის გეგმებს, პროვოკაციებს, იმ გეგმებს, რომლებიც მზადდებოდა „ნაცმოძრაობის" ოფისებში.


„თითოეულ ამ განცხადებაზე ჩვენ ვაგებთ პასუხს. ჩვენ გვქონდა კარგად გააზრებული, შემუშავებული პრევენციული გეგმა, რომელიც ამოქმედდა 100%-ით და ამის შედეგებს ჩვენ ყველანი ვხედავთ. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, ბუნებრივია, მოდუნება სწორი არ არის. მაქსიმალურად ფხიზლად და ყურადღებით უნდა ვიყოთ. გარკვეული პროვოკაციების საფრთხე დღესაც არსებობს, თუმცა ის ე.წ. რევოლუციური სცენარი, რომელიც რეალურად მზადდებოდა „ნაცმოძრაობის" ოფისებში, საზღვარგარეთ, ოდესაში და ა.შ. ეს გეგმა ნამდვილად არსებობდა, თუმცა ეს ვერ შედგა. როდესაც ვსაუბრობდით, რომ ეს გეგმა მომზადებული იყო, „ნაცმოძრაობას" ჰქონდა ასეთი განზრახვები, ჩვენ იქვე ყოველთვის ვაფიქსირებდით, რომ „ქართულ ოცნებას", ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა ყველანაირი რესურსი ასეთი დესტაბილიზაციის აღკვეთისთვის და ეს პირობა, რომელიც ჩვენ ამომრჩეველს მივეცით, შესრულდა კიდეც", - განაცხადა კობახიძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner