logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: არსებულ კონსტიტუციას უარესობისკენ ნამდვილად ვერ შევცვლით
- +

29 ოქტომბერი. 2016. 00:00



„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ,,იმედის" ეთერში კონსტიტუციასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ისეთი კონსტიტუცია დაგვიტოვა თუ გააკეთილშობილებ, თორემ უარესობისკენ ნამდვილად ვერ შეცვლი.

 

 

კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას წარმოაჩენენ როგორც საფრთხეს, თუმცა ეს არის შესაძლებლობა რიგი საკონსტიტუციო საკითხების დახვეწისთვის.

 

 

კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ უნდა ჩამოყალიბდეს დოკუმენტი, რომელიც დაიცავს ხელისუფლების დანაწილების პრინციპს.

 

 

,,საკონსტიტუციო უმრავლესობას აჩვენებენ როგორც საფრთხეს, ჩვენ კი შეგვიძლია შევხედოთ როგორც შესაძლებლობას. კონსტიტუციას ესაჭიროება დახვეწა და ამაზე ყველანი ვთანხმდებით, თუმცა გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ არ მოგვეცა ამის შესაძლებლობა, გამომდინარე ოპოზიციის ქმედებებიდან. არსებულ კონსტიტუციას თუ გააკეთილშობილებ, თორემ უარესობისკენ ნამდვილად ვერ შეცვლი, ისეთი დაგვიტოვა მიხეილ სააკაშვილმა. ყოფილმა პრეზიდენტმა 2004 წელს საქართველოს კონსტიტუცია მოარგო საკუთარ თავს და მივიღეთ სისტემა, ძლიერი პრეზიდენტი, სუსტი პარლამენტით, სუსტი მთავრობით, სუსტი სასამართლოთი და ა.შ. ეს სისტემა ჩანაცვლდა განსხვავებული სისტემით, რომელიც პრაქტიკაში უკეთ მოქმედებს, გამომდინარე იმ რეალობიდან, რაც ,,ქართულმა ოცნებამ" შექმნა. რა თქმა უნდა იურიდიული ტექსტი გვიქმნის გარკვეულ რისკებს საშუალო ან გრძელვადიან პერსპექტივაში და ეს სისტემაც არის დაუბალანსებელი. შესაბამისად, საჭიროა ის რეალობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული, გამყარდეს კონსტიტუციით. უნდა ჩამოყალიბდეს დოკუმენტი, რომელიც დაიცავს ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. უნდა გაძლიერდეს პარლამენტის როლი. ეს არის ჩვენიც მიზანი და ამბიციაც", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner