logo_geo
eng_logo
ბარბექიუ რესტორანი „ბიგ სმოუქი“ მომხმარებლის წინაშე განახლებული სახელითა და მენიუთი წარსდგა
- +

28 ოქტომბერი. 2016. 23:04



დღეს ამერიკული ბარბექიუ რესტორანი „ბიგ სმოუქი" მომხმარებლის წინაშე განახლებული სახელითა და მენიუთი წარსდგა.


„ბიგ სმოუქის" დამფუძნებელმა ნიკოლოზ კიკნაძემ „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნა, რომ მათ შეისწავლეს ბაზარი, რათა ამერიკული ტრადიციები ადაპტირებული ყოფილიყო ქართულ ბაზართან.

 

„ერთი წლის წინ გავხსნით ნამდვილი ამერიკული ბარბექიუს რესტორანი. ბოლო პერიოდი მოვანდომეთ ბაზრის შესწავლას, იმისთვის, რომ ქართული ბაზრისთვის მაქსიმალურად ადაპტირებული ყოფილიყო ამერიკული ტრადიციები, „სმოუქერი" და კერძები. დღეს აღვნიშნავთ ამ ყველაფრის რებრენდინგს", - განაცხადა ნიკოლოზ კიკნაძემ.


„ბიგ სმოუქის" შეფ-მზარეულმა ლევან სიხარულიძემ განახცხადა, რომ ისინი იყენებენ შებოლვის განსაკუთრებულ ტექოლოგიას და აღნიშნა, რომ ეს დანადგარი ერთადერთია ამიერკავკასიაში, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ნამდვილი ბარბექიუს მომზადება.


„ამიერკავკასიაში ეს არის პირველი ამერიკული ბარბექიუ რესტორანი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული შებოლვის ტექნოლოგია, რაც გულისხმობს 8-16 საათის განმავლობაში ხორცის შებოლვას.

 

შებოლვის პერიოდში გამოიყენება ამერიკული სანელებლები და სოუსები. ეს არის ერთადერთი დანადგარი მთელს ამიერკავკასიაში, რომლის საშუალებითაც მიიღება ნამდვილი ბარბექიუ. ბევრი აცხადებს, რომ ბარბექიუ, ეს არის გრილზე შემწვარი ხორცი, რაც მინდა ვთქვა, რომ არ არის სწორი.

 

ნებისმიერ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, რომ თავად მიიღოს მონაწილეობა შებოლვის პროცესში და უბრალოდ ისიამოვნოს", - განაცხადა ლევან სიხარულიძემ.

 

„ბიგ სმოუქი"  შაბათ-კვირას მომხმარებელს ცოცხალ მუსიკას სთავაზობს.


რესტორანი „ბიგ სმოუქი" გაფართოებას  მომავალი წლის დასაწყისში გეგმავს ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, სადაც  ხარისხიან Fast Food-ს და ადგილზე მიტანის სერვისს შესთავაზებენ მომხმარებელს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner