logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: მედიაში არ წყდება მკითხაობა...
- +

29 ოქტომბერი. 2016. 00:57


 

მედიაში არ წყდება მკითხაობა თუ ვინ სად გააგრძელებს მოღვაწეობას ახალ პარლამენტში. ზოგი ამას აკადემიურად აკეთებს, ზოგჯერ კი შეგნებულად ჩორტაობენ",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს.


მედიაში არ წყდება  მკითხაობა თუ ვინ სად გააგრძელებს მოღვაწეობას ახალ პარლამენტში. ზოგი ამას აკადემიურად აკეთებს, ზოგჯერ კი შეგნებულად ჩორტაობენ". (მაპატიეთ ჟარგონისთვის).

 

დღეს ჩემზეც ჩააგდეს.... რომ კითხო გეტყვიან ჩვენმა წყარომ მოგვაწოდა ინფორმაციაო". არადა, ასეთები ეს წყაროც" თავად არიან ხშირად.

 

ჰოდა, როგორც ერთმა ჩემმა ძველმა მეგობარმა უთხრა ერთ ჟურნალისტს:

 

- ვინ გითხრა ცავ მაი აბდლური?

- ჩვენმა წყარომ....

- ხოდა მოგიფსი მაგ წყაროში.

 

(გულწრფელი ბოდიში ყველასთან პირდაპირობისთვის, მაგრამ უკეთესად ვერ გადმოგცემდით ჩემს დამოკიდებულებას შეგნებულად გავრცელებული ჭორების და ჩორტების" მიმართ. მგონი კარგად ხვდებით, რომ ყველას არ ეხება და არ დაიწყოთ ახლა ბუტიაობა. თავადაც მიხვდება ის კონკრეტული წრე, ვისაც ეხება).

 

P.შ. ალბათ გასაგებია, რომ დღევანდელი და ხვალინდელი ჩორტაობები" პასუხია ჩემს დღევანდელ საჯარო სტატუსებზე", - წერს კვაჭანტირაძე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner