logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ფრთხილად, შეიძლება, ხრიკი იყოს!
- +

29 ოქტომბერი. 2016. 01:41

 


ზუგდიდის რაიონის სოფლებში - ჯიხაშკარსა და განმუხურში, სადაც 8 ოქტომბერს სამ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესი ჩაიშალა, 22 ოქტომბერს განმეორებითი არჩევნები ჩატარდა.


„ქართული ოცნების" კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ ჯიხაშკარის ორ და  განმუხურის ერთი საარჩევნო უბანზე „ნაცმოძრაობის" კანდიდატი სანდრა რულოვსი თითქმის ორმაგი უპირატესობით დაამარცხა, მაგრამ 50-პროცენტიანი ბარიერი მაინც ვერ დასძლია და ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გამოსავლენად 30 ოქტომბერს მეორე ტური ჩატარდება.


თუმცა, პირველ ტურში ოფიციალურად დამარცხებული სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს, აქაოდა, არჩევნები გამიყალბეს, ზუგდიდელებს წნეხის ქვეშ ამყოფებენ და ასეთ პირობებში ბრძოლის გაგრძელება ჩემთვის შეურაცხმყოფელიაო.


ძვირფასო მკითხველო, როგორც მოსალოდნელი იყო, სააკაშვილის პოლიტიკურ თანამეცხედრეს ღირსება არ ეყო, დამარცხება ეღიარებინა და ახლა, ტიპიურ ნაცურ სტილში, რაღაცებს მიედ-მოედება.


და მაინც, სანდრა რულოვსს, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, უფლება არ აქვს, მეორე ტურის წინ კანდიდატურა მოხსნას.


ასე რომ, 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური ზუგდიდის რაიონშიც ჩვეულებრივად ჩატარდება და სანდრა რულოვსის გვარიც ბიულეტენში იქნება შეტანილი.


ნაციონალების მზაკვრობასა და ცბიერებას თუ გავითვალისწინებთ, სულაც არ არის გამორიცხული, რულოვსი თავს იკატუნებდეს და მისი განცხადება, მეორე ტურში აღარ ვიბრძოლებო, ერთგვარი ხრიკი იყოს, რომელიც „ქართული ოცნებისა" და მისი მომხრეების ყურადღების მოდუნებას ისახავს მიზნად.


ასე რომ, ძვირფასო ზუგდიდელებო, ფხიზლად იყავით და ბრძოლა დამთავრებულად არ ჩათვალოთ!


30 ოქტომბერს არჩევნებზე ჩვეულებრივად მიდით და ბოლომდე უთხარით უარი ბოროტებას!

 

 

ჯაბა ხუბუა

 

 





წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner