logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს თავი შესწირა
- +

29 ოქტომბერი. 2016. 03:29



„ჯალათ „ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ ერთი ფრთა მოეკვეთათ, როდესაც „თავისუფალი ზონა" დაიხურა. ნელ-ნელა წავლენ დასასრულისკენ",- ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლალი მოროშკინამ „იბერიის" ეთერში იასუბრა და აღნიშნა, რომ რეალურად მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა შესძლო „ნაციონალური მოძრაობის" დამარცხება.

 

„აღარასოდეს უნდა დავუშვათ საქართველოში ტირანთა გაბატონება. სამწუხაროდ 9 წელი დაგვჭირდა, რომ ბრძოლა მოგვეგო. ერთადერთი ადამიანი ვინც შესძლო იმ ურჩხულის დამარცხება არის ბიძინა ივანიშვილი, შესაბამისად ყველა მადლობა ამ ადამიანის მისამართით უნდა მიდიოდეს. ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ფაქტიურად  თავი შესწირა, რადგან მას შეეძლო საერთოდ არ გამოეხედა საქართველოსკენ და თავისი ოჯახის კონფორტით დამტკაბრიყო. ის შეეწირა რეალურად საქართველოს ინტერესებს, იმიტომ რომ თავგანწირვაა როდესაც პირადი ცხოვრება აღარ გაქვს",- განაცახდა მოროშკინამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner