logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: ძალიან მაგარი კაცია ირაკლი შოთაძე!
- +

29 ოქტომბერი. 2016. 11:54



ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის შესახებ სტატუსს აქვეყნებს:



„რატომღაც მომინდა, კიდევ ერთხელ ხმამაღლა მეთქვა! მთავრობის წევრებიდან მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს არ ვიცნობდი, არც არასდროს ჩემი რესპონდენტი არ ყოფილა, არც მეგობარი, არც არსად გადაკვეთილა ჩვენი გზები და როცა ყველაზე ძალიან გამიჭირდა, როცა „რუსთავი 2"-ის ცილისწამებამ ზღვარს მიაღწია და კვესიტაძემ სიბინძურე შეთხზა ჩემს წინააღმდეგ, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, რა გამეკეთებინა, არ ვიცოდი, ძალიან დაბნეული ვიყავი იმ წუთებში, ჰოდა, ასე უცერემონიოდ ავიღე ტელეფონი და დავურეკე ბატონ ირაკლის, მაშინვე მიპასუხა, ერთადაერთი რაც ვთხოვე, სწრაფად გამოიძიეთ და დადეთ დასკვნა, ყალბია თუ არა ის მიმოწერა-თქო! მართლა გულით მოეკიდა პროკურატურა ამ საკითხს და სამ დღეში მოკვლევაც ჩატარდა! სხვები არც კი შეწუხებულან. ჰოდა, მომინდა, მეთქვა, რომ ძალიან მაგარი კაცია ირაკლი შოთაძე და მინდა, რომ დიდხანს იყოს თანამდებობაზე! ზოგიერთმა მეგობარმა მაშინ ჩემს ტელეფონსაც არ უპასუხა!" - წერს ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner