logo_geo
eng_logo
ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულს 5-ათასლარიანი გირაო შეეფარდა
- +

18 მარტი. 2016. 11:51



ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ინგა ჩატოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 5-ათასლარიანი გირაო შეეფარდა. პროცესი საქალაქო სასამართლოში ნახევარ საათს გაგრძელდა.


ინციდენტი მოხდა სასამართლოს შენობაში. კადრების საქმეზე დაკავებულის ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე შეეცადა, ამავე საქმეზე ბრალდებული ინგა ჩატოიანისთვის, რომელსაც სახე დაფარული ჰქონდა, სახე გამოეჩინა.


ჯამალაშვილის მეუღლე აცხადებდა, რომ ჩატოიანი თაღლითია და ფულის სანაცვლოდ ჩაუშვა მისი ქმარი. ჩატოიანსა და თეა ჯამალაშვილს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა პროცესის დასრულების შემდეგაც.  ფიზიკური დაპირისპირება მანდატურებმა განმუხტეს.


პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფის ბრალდებით 5 პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლის დევნა.


პროკურატურის ინფორმაციით, ჩანაწერების გადაცემა ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ ხდებოდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner