logo_geo
eng_logo
იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში მცხოვრებ დევნილებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცათ
- +

29 ოქტომბერი. 2016. 13:33



საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ხონის, თერჯოლის, წყალტუბოს, ვანის, სენაკის, აბაშის, ხობისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 21 დევნილ ოჯახს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის მოტობლოკები გადაეცა.


დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, მიმდინარე წელს, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში კონკურსში გამარჯვებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „აფხაზინტერკონტი"  მიმდინარე წლის ივნისიდან პროექტის -              „სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივები, ახალი შესაძლებლობები, კონსტრუქციული და მდგრადი გარემო დევნილთათვის" განხორციელება დაიწყო.


პროექტის მიზანს  დევნილთა შემოსავლების გაზრდა, განსახლების ადგილებზე სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია და სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებულების შემცირება წარმოადგენდა.


პროექტის პრიორიტეტულ სამიზნე სეგმენტს  გრძელვადიანი განსახლების პროგრამის (მათ შორის, „სოფლად სახლის"  პროექტის) ფარგლებში, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი დევნილები წარმოადგენდნენ.


პროექტით  გათვალისწინებული იყო  ბენეფიციართა 30%-იანი თანამონაწილეობით შემდეგი სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა:

  • მიკროგრანტები სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერაში;
  • სასოფლო-სამეურნეო იარაღების შესყიდვა;
  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის/მექანიზაციის შესყიდვა;
  • თვითდასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა.


პროექტის ბიუჯეტი შემდეგნაირად გადანაწილდა: იმერეთი - 75 000 ლარი (70 ბენეფიციარი), სამეგრელო-ზემო სვანეთი - 100 000 (90 ბენეფიციარი).


საგრანტო პროგრამის ტექნიკურ მხარდაჭერას სსიპ - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახორციელებდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner