logo_geo
eng_logo
ვალერი ხაბურძანია: გუშინ ერთ ოდესელთან ვივახშმე და სააკაშვილის ამბავი ვკითხე...
- +

29 ოქტომბერი. 2016. 14:02



უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტატუსს აქვეყნებს:


„გუშინ ერთ ოდესელთან ვივახშმე და სააკაშვილის ამბავი ვკითხე. დანანებით მითხრა, მთელი ოდესა მიშას ცოლს სანდრას ვგულშემატკივრობდით არჩევნებში და ვერ გაიმარჯვაო (ოდესის ტელევიზიები მორბენალი სტრიქონებით გადმოსცემდნენ თურმე არჩევნების შედეგებს). მე ვკითხე, ასე გიჟდებით სააკაშვილზე, რომ საქართველოშიც მაგის პარტიას უჭერდით მხარს-მეთქი? არა, ვერ მიხვდიო, მიშამ თქვა, თუ ჩემი ცოლი (ალბათ პარტია) გაიმარჯვებს, საქართველოში მივდივარო და მეტი უკეთესი გზა მაგის მოცილების როდის გამოჩნდებაო", - წერს ვალერი ხაბურძანია სოციალურ ქსელში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner