logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური „იდენტობის“ აქციაზე: ცინიკურია, როცა ქუთაისიდან იწყება ასეთი აქცია
- +

18 მარტი. 2016. 12:11



პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ცინიკურია, რომ ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა" აქციის გამართვას გეგმავს.


 

უბრალოდ ცინიკურია, როცა ქუთაისიდან იწყება ასეთი აქცია - იმ ქალაქიდან, საიდანაც აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება დაიწყო და აქედან გაპრასტებას" იწყებენ ზოგიერთები", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

 


დღეს, „იდენტობა" ქუთაისის პარლამენტის შენობის წინ აქციას გამართავს. არასამთავრობო ორგანიზაცია აპირებს, გააპროტესტოს ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით საჯარო-საორგანიზაციო კომისიის შექმნის საკითხი, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილებას პარლამენტი, სავარაუდოდ, დღეს მიიღებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner