logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: ის, რაც დაგვემართა, აღარასოდეს უნდა განმეორდეს ამ ქვეყანაში!
- +

29 ოქტომბერი. 2016. 14:20



პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


 

„ის, რაც დაგვემართა - შოკისმომგვრელი რეალობა, სისტემური დანაშაული, წამება, ღირსების აყრა, არაადამიანური მოპყრობა - აი, ამ უბედურებაზე სულ მაინტერესებდა, მომესმინა მწამებლების დედებისთვის, თვალებში ჩამეხედა მათთვის, გამეგო რას ფიქრობდნენ საკუთარ შვილებზე, მათ ქცევაზე, მაგრამ ისინი თითქოს არ არიან, გაქრნენ... ამიტომაც, ხშირად გამახსენდება ხოლმე კითხვა - „დოქსოპულო, დედა გყავს შენ?" აი, გუშინ სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში პედაგოგებთან მომიწია შეხვედრა, ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, რაც გვაწუხებს, ჩვენი ქვეყნის მომავალზე, განათლების სისტემაზე, ვისაუბრეთ წარსულზეც და იმ ავადსახსენებელ წამების ფაქტებზეც, ვერ დავმალე ჩემი ემოცია და ვთქვი, რომ ამ უსასტიკესი დანაშაულისთვის ძალიან მკაცრად უნდა დასჯილიყო ყველა დამნაშავე პირი და მათ შორის უვადო თავისუფლების აღკვეთითაც-თქო, არავის უთქვამს საწინააღმდეგო, ყველა შევთანხმდით, რომ ის, რაც დაგვემართა, აღარასოდეს უნდა განმეორდეს ამ ქვეყანაში!

 

შეხვედრა რომ დასრულდა, გვიან შევიტყვე, რომ იქ ესწრებოდა ერთ-ერთი ციხის ნაცრეჟიმის დროინდელი დირექტორის, ამჟამად პატიმრობაში მყოფის დედა, დაწყებითი კლასების პედაგოგი ყოფილა. არადა, როგორ მინდოდა, თვალებში ჩამეხედა!" - წერს მანანა კობახიძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner