logo_geo
eng_logo
პენტაგონმა გასულ წელს სამხედრო დაზვერვაზე დახარჯულ თანხებზე მონაცემები გამოაქვეყნა
- +

29 ოქტომბერი. 2016. 14:31



BBC-ის ინფორმაციით, პენტაგონმა გასულ წელს სამხედრო დაზვერვაზე დახარჯულ თანხებზე მონაცემები გამოაქვეყნა. მათივე ინფორმაციით, ამერიკის სამხედრო უწყებამ სამხედრო დაზვერვისთვის 17,7 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო.



ამ თანხაში გათვალისწინებული იყო საზღვარგარეთ ოპერაციების დაფინანსება „გაუთვალისწინებელი გარემოს შექმნის" შემთხვევაში.



აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის კანცელარია 2017 წლის ამერიკული სადაზვერვო სამსახურების ბიუჯეტისთვის 53,5 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს, აქედან სამხედრო დაზვერვისთვის სავარაუდოდ, 16,8 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყოფა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner