დასავლური მედიის ინფორმაციით, რუსეთი გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოში ხელახლა აღარ აირჩიეს. კენჭისყრის ჩატარებამდე 80-ზე მეტმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ მოუწოდა გაერო-ს წევრ ქვეყნებს, რუსეთს ხმა არ მისცენ, რადგან მოსკოვი სირიის რეჟიმს სამხედრო დახმარებას უწევს. როგორც ორგანიზაცია „Human Rights Watch" აცხადებდა, რომ რუსეთის ხელახლა არჩევა საბჭოს მუშაობას შეაფერხებს.
გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგებით, საბჭოში აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლები მხოლოდ უნგრეთი და ხორვატია იქნებიან. კენჭისყრის თანახმად, უნგრეთმა - 144, ხორვატიამ -114, რუსეთმა კი 112 ხმა მიიღო.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს 14 წევრი 2017-2019 წლების პერიოდისთვის აირჩია.