logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილმა მემედ აბაშიძის ძეგლი სანაგვეზე მოისროლა!
- +

29 ოქტომბერი. 2016. 15:22



2007 წლის მარტი. აჭარა. მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში მემედ აბაშიძის (ასლან აბაშიძის ბაბუა) ძეგლი მოგლიჯა და სანაგვეზე მოისროლა.


მემედ იბრაჰიმის ძე აბაშიძე - (დ. 1873, ბათუმი - გ. 1937) - ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი. სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი. სტალინური რეპრესიების მსხვერპლი.


დაწყებითი განათლება მიიღო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში. მამის ხელმძღვანელობით დაეუფლა არაბულ, სპარსულ და თურქულ ენებს. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა XX საუკუნის დასაწყისში. სისტემატურად ბეჭდავდა პუბლიცისტურ წერილებს ქართულ პრესაში. აქტიურად იბრძოდა მუსლიმან ქართველთა ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისა და საქართველოს ერთიანობისათვის, რის გამოც რამდენიმეჯერ დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1917 წელს დაბრუნდა ბათუმში. ხელმძღვანელობდა ქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოებას. 1918 წელს პროტესტით შეხვდა აჭარაში შემოსულ თურქებს, რისთვისაც დააპატიმრეს და ტრაპიზონის ციხეში ჩასვეს. საპატიმროდან გაიქცა, ჩამოვიდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტს". 1919 -1921 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „სამუსლიმანო საქართველოს". მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ქართულად თარგმნა ომარ ხაიამის, ნამიქ ქემალის ნაწარმოებები. ავტორია რამდენიმე მოთხრობისა.




მიხეილ სააკაშვილმა ვეღარ მოთოკა ასლან აბაშიძის მიმართ დაგუბებული ბოღმა და საქართველოს ისტორიის ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი გაანადგურა. განადგურებაც არის და განადგურებაც, უკვე აღვნიშნეთ, მას სანაგვეზე მიუჩინა ადგილი. და ამის შემდეგ ვინმეს უნდა მოუბრუნდეს ენა და თქვას, რომ საზოგადოებამ „ნაცმოძრაობას" მისცეს ხმა?!

 

 

 

 

 

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner