logo_geo
eng_logo
ბათუმში „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი“ გაიხსნა
- +

29 ოქტომბერი. 2016. 19:13


 

29 ოქტომბერს, ბათუმში „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი" გაიხსნა. ცენტრის ოფიციალურ გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე ესწრებოდნენ. სამედიცინო ცენტრის გახსნაზე მოწვეული იყო ასევე ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს წარმომადგენლები - ეკა ბესელია, ნუგზარ სურმანიძე, ფატი ხალვაში.


ცენტრის ხელმძღვანელმა მიხეილ ართმელაძემ სტუმრებს განახლებული შენობა დაათვალიერბინა, მათ შორის ცენტრში არსებული გენეტიკური ლაბორატორია, რომელიც დასავლეთ საქართველოში ამ მიმართულებით მოქმედი ერთადერთი ლაბორატორიაა. „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში" იმოქმედებს ასევე რენტგენოლოგიისა და ექოსკოპიის კაბინეტები.


აღსანიშნავია, რომ ცენტრის ძველი შენობა 2015 წელს, პირობიანი აუქციონის ფორმით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან შესყიდულ იქნა კერძო ინვესტორის მიერ 931,000 ლარად და განხორციელდა 300,000 ათას ლარამდე ინვესტიცია. მოხდა არსებული შენობის რეკონსტრუქცია, მოეწყო დამატებით ერთი სართული, განხორციელდა სრული სარემონტო სამუშაოები, განახლდა სამედიცინო აპარატურა და კომპიუტერული ტექნიკა. სამედიცინო ცენტრში ამბულატორიული მომსახურების გარდა დაემატა ახალი სამედიცინო სერვისები, შეიქმნა 18 დამატებითი სამუშაო ადგილი. ამ ეტაპზე ცენტრში 80-მდე ადამიანია დასაქმებული.


„თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრ"-ში, პირველადი ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაზღვეულია დაახლოებით 12,000-მდე ბენეფიციარი. ცენტრი ყოველთვიურად მომსახურებას უწევს 4,000-მდე პაციენტს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner