logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ალბათ მთავრობაში დავბრუნდები, ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა
- +

29 ოქტომბერი. 2016. 20:45



„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ,,tvპირველის" ეთერში  განაცხადა, რომ მისი მოსაზრებით, ისევ მთავრობაში დაბრუნდება.


კალაძემ არასწორი უწონდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის შესაძლოა შს მინისტრის რანგში ვიხილოთ.


„სად გავაგრძელებ საქმიანობას ამაზე გუნდში ვიმსჯელებთ. გავრცელებული ჭორები, რომ კახი კალაძე შს მინისტრად ინიშნება, შემიძლია გითხრათ, რომ ამაზე საუბარიც არ ყოფილა. ვფიქრობ, ალბათ უფრო მთავრობაში დავბრუნდები, ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, თუმცა პრემიერ-მინისტრთან და გუნდთან ერთად ამაზე აუცილებლად იქნება მსჯელობა. არ არის მთავარი და მნიშვნელოვანი ვინ რა თანამდებობებზე იქნება, ჩვენ ყველამ უნდა განვახორციელოთ ის ამბიციური გეგმა, რომელიც ,,ქართულ ოცნებას" აქვს წარმოდგენილი", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner