logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ვფიქრობ, კმაყოფილების მრავალი მიზეზი მაქვს
- +

29 ოქტომბერი. 2016. 21:04



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში დასმულ შეკითხვას, თუ როგორია მისი დამოკიდებულება პირველი ტურის შედეგების შემდეგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მიერ დაფიქსირებულ შედეგთან და კმაყოფილია თუ არა პირველი ტურის შედეგებით უპასუხა, რომ კმაყოფილების მრავალი მიზეზი მაქვს, რადგან „ქართული ოცნება" ახლოსაა საკონსტიტუციო უმრავლესობასთან.


გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ის, რომ პარტიას ნდობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი აქვს ბევრ რამეზე მიუთითებს. კვირიკაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს ისევე იაქტიუროს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, როგორც პირველ ტურში.


„ჩვენ კმაყოფილი ვართ ამ შედეგით. მე ვფიქრობ, რომ ნდობა გამოგვიცხადა ამომრჩეველმა უბრალოდ, ჩვენ 50 პროცენტამდე ავწიეთ მაჟორიტარულ ოლქებში მინიმალური ბარიერი და სწორედ ამის გამოა, რომ უმრავლესობა ჩვენს კანდიდატს მეორე ტურში უწევს მონაწილეობის მიღება. უმეტესობას ჰქონდა 47 და 49%-იანი მხარდაჭერა, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს დემოკრატიის კიდევ ერთი გამოხატულებაა და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ამომრჩეველი იაქტიურებს. ისეთი შეგრძნება შეიქმნა მთლიანად ქვეყანაში რომ ჩატარდა არჩევნები, არჩევნები არ დასრულებულა. ისევე როგორც პირველ ტურში ახლაც მნიშვნელოვანია მისვლა და გამოხატვა საკუთარი პოზიციის. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალ ამომრჩეველი იაქტიურებს და ისეთივე ან იმაზე უფრო მაღალი დასწრება იქნება მეორე ტურზე. კითხვაზე, კმაყოფილი ვარ თუ არა, შესაძლებელია ბევრნაირად ვუპასუხო. მე ვფიქრობ, რომ კმაყოფილების მრავალი მიზეზი მაქვს, რადგან ჩვენ ახლოს ვართ საკონსტიტუციო უმრავლესობასთან. ეს არის ძლიერი მანდატი მოსახლეობისგან , რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა და ასეთ მხარდაჭერას ბუნებრივია ქონდა საკუთარი მიზეზები", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner