logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: დასანანია, როგორც განვითარდა რესპუბლიკური პარტიის რიტორიკა და ისიც რაც დღეს ვიხილეთ
- +

29 ოქტომბერი. 2016. 21:15



პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, დავით უსუფაშვილის მიერ რესპუბლიკური პარტიის დატოვების შეფასებისას ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ  ძალიან გაუკვირდება დავით უსუფაშვილმა თქვას, რომ „ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობის სურვილი აქვს.  


როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, „რესპუბლიკური პარტიის" საარჩევნო კამპანია და რიტორიკა, რომელიც „ქართულ ოცნებაზე" არაადეკვატურ შეტევით კამპანიას მოიცავდა დასანანი იყო.


„ძალიან გულდასაწყვეტი იყო ბოლო ნაბიჯები განსაკუთრებით, რომლებიც რესპუბლიკელებმა, არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილების გადაწყვეტილებიდან მეორე დღესვე გადადგეს. ეს იყო აბსოლუტურად არაადეკვატური შეტევითი კამპანია „ქართულ ოცნებაზე". პოლიტიკაში ალბათ გულდაწყვეტების ადგილი არ არის, მაგრამ დასანანია, როგორ განვითარდა რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო კამპანია, რიტორიკაც და დასანანია ისიც რაც დღეს ვიხილეთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


რაც შეეხება დავით უსუფაშვილთან „ქართული ოცნების" შესაძლო თანამშრომლობას, როგორც პრემიერმა აღნიშნა, იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელსაც უსუფაშვილი აკეთებდა, ალბათ თავად პარლამენტის თავმჯდომარეს არ ექნება რაიმე სურვილი მმართველ პარტიასთან თანამშრომლობის.


„მე არ ვიცი რა ტიპის თანამშრომლობაზე შეიძლება იყოს საუბარი. ბატონ დავითს ჰკითხეთ თვითონ, იმ შეფასებების მერე, რაც თავად გააკეთა ბოლო პერიოდში არაერთელ, აქვს თუ არა სურვილი საერთოდ ასეთი ტიპის თანამშრომლობის. ძალიან გამიკვირდება მან თქვას, რომ აქვს სურვილი „ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობის. რა თქმა უნდა პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია. მინდა მას წარმატება ვუსურვო და ვთქვა, რომ ის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია და ქართულ პოლიტიკაში აუცილებლად უნდა დარჩეს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner