logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მომხრე ვარ, რომ სამოქალაქო ქორწინება აისახოს კონსტიტუციაში, როგორც ქალის და მამაკაცის ერთობა
- +

29 ოქტომბერი. 2016. 21:45



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა ქორწინება ქალისა და მამაკაცის პრივილეგია, კვირიკაშვილმა უპასუხა, რომ ის მომხრეა, სამოქალაქო ქორწინება აისახოს კონსტიტუციაში, როგორც ქალის და მამაკაცის ერთობა.


„ეს საკითხი იქნება ალბათ იმ დიდი პაკეტის ნაწილი, რომელზეც ვსაუბრობთ, ეს არ იქნება სასწრაფოდ გატანილი. მე მომხრე ვარ რა თქმა უნდა, რომ სამოქალაქო ქორწინება აისახოს კონსტიტუციაში, როგორც ქალის და მამაკაცის ერთობა და არავითარ შემთხვევაში ეს არ არის ოჯახის დეფინიცია, როგორც ხშირად იყო დამახინჯება. მე ვსაუბრობ, რომ სამოქალაქო ქორწინებაში შესვლა უნდა შეეძლოს მხოლოდ ქალს და მამაკაცს. ეს არის ჩვენი აზრი ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


კვირიკაშვილის თქმით, მას ჰქონდა კონსულტაციები არაერთ ევროპელ კოლეგასთან და ექსპერტებთან, რომლებიც ადამიანის უფლებებზე მუშაობენ და არც ერთი საერთაშორისო კონვენციით, ეს არ არის ადამიანის უფლებების დარღვევა. მისივე განცხადებით, მსგავსი ჩანაწერი არის სხვადასხვა ქვეყნების კონსტიტუციაში.



„მაშინ რაშია განსხვავება ჩვენსა და იმ მოსაზრებას შორის, რომლებიც ამ საკითხის აქტუალიზაციას ახდენენ? დიდი განსხვავება იმაშია, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა მხარს უჭერს ანტიდისკრიმინაციულ კანონს და ჩვენ ყველანაირი დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვართ. არც ერთი საერთაშორისო კონვენციით ეს ნორმა დისკრიმინაციული არ იქნება. ამაზე პასუხისმგებელი ვარ. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო კოდექსში არსებული ჩანაწერის გადატანა კონსტიტუციაში. თუ დისკრიმინაციულია რატომ გვაქვს სამოქალაქო კოდექსში?

 

 

ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ფიქრობს, რომ ევროპას სჭირდება ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული ტრადიული ფასეულობები და ღირებულებები. ჩვენ თვითონ ვართ ევროპა.

 

ამაში უნიკალურები არ ვართ, ეს არის ბევრ ქვეყანაში, არის აშშ-ში. რამდენიმე შტატში, ამიტომ ეს საკითხი არის ხელოვნურად აქტივიზირებული, საერთოდ, ამ საკითხის ჩვენი მხრიდან მხარდაჭერაც იმით იყო განპირობებული ყველასთვის, რომ ევროპა და დასავლეთი არ არის ერთსქესიანთა ქორწინების მხარდაჭერა", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.


მთავრობის მეთაური აღნიშნული ჩანაწერის შემდეგ ჰომოფობიის გაღრმავების რისკებს ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ ამ ჩანაწერის შემდეგ უმცირესობების წარმომადგენლები თავს დისკრიმინაციულად არ იგრძნობენ, უბრალოდ, ისინი სამოქალაქო ქორწინებაში ვერ შევლენ ერთმანეთთან.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner