logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მხარდაჭერა, რომელიც მივიღეთ ამომრჩევლისგან, ძალიან მაღალია
- +

29 ოქტომბერი. 2016. 21:45


 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების" ხელში უმრავლესობა არ იქნება ტრაგედია.


„რომც იყოს მრავალმანდატიანი პროპორციული არჩევნები ქვეყანაში, ჩვენ მაინც გვეყოლებოდა ისეთი უმრავლესობა, რომ მთავრობა დაგვეკომპლექტებინა კოალიციების გარეშე. მე ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა ვისაუბროთ, თუმცა ის მხარდაჭერა, რომელიც მივიღეთ ამომრჩევლისგან, ძალიან მაღალი მხარდაჭერაა. საკონსტიტუციო უმრავლესობა რომ არ მიგვეღო ეს არ იქნებოდა ტრაგედია. ჩვენს გეგმებში ვფიქრობდით, რომ 100-დან 105-110 მანდატამდე მივიღებდით, მაგრამ ალბათ მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას.

 

საქართველოს მოსახლეობას ძალიან წინ წავიდა დემოკრატიულ განვითარებაში, მოსახლეობის შემგუებლობა არადემოკრატიული განვითარების ელემენტებთან არის უკვე ძალიან დაბალი, ანუ მოსახლეობა ვეღარ აიტანს ავტორიტარიზაციას და ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის. ამის გამოხატულება იყო ბევრი ნაბიჯი, რომელიც ამ 4 წლის განმავლობაში გადავდგით", - აღნიშნა კვირიკაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner