logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ არ ვართ ის ძალა, რომელიც მიისწრაფვის ხელისუფლების უზურპაციისკენ
- +

29 ოქტომბერი. 2016. 21:48



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა გადანაწილებასა და ბალანსზე საუბრისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნება" არ არის ის ხელისუფლება, რომელიც მიისწრაფვის ხელისუფლების უზურპაციისკენ, რაც იმაში გამოიხატა, რომ მოხდა ძალაუფლების გადანაწილება სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის. კვირიკაშვილმა ასევ აღნიშნა, რომ  „ქართული ოცნება" მიიღებს ისეთ კონსტიტუციას, რომელიც ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მოსვლის შემთხვევაში გამორიცხავს ხელისუფლების უზურპაციას.


„ჩვენ დავადასტურეთ, რომ ჩვენ არ გვაქვს უზურპაციის იდეა და ამ იდეით არ ვართ შეპყრობილები. პირიქით, ჩვენ მაქსიმალურად გადავანაწილეთ ძალაუფლება პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი აქტუალური არ არის დღეს, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ქვეყანაში უნდა იყოს ძალაუფლებათა ბალანსი, უნდა იყოს ინსტიტუციებს შორის სწორად განაწილებული უფლება-მოვალეობები და ქვეყანამ მაქსიმალურად მოახდინოს მოსახლეობის აზრის მოსმენა. ეს ყველაფერი ხომ იმიტომ კეთდება, რომ ქვეყნის მოსახლეობის აზრის მოსმენა იყოს შესაძლებელი ხელისუფლების მიერ და იყოს ძალაუფლებები დაბალასებული. ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც მიისწრაფვის ხელისუფლების უზურპაციისკენ. ეს ჩვენ დავადასტურეთ, ამიტომ მე მინდა ამ კუთხით ყველანაირი შიში მოვხსნა . ჩვენ ვართ განწყობილი იმისათვის, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს ევროპული ტიპის დემოკრატია, ავაშენოთ ევროპული ტიპის ინსტიტუციები და ქვეყანამ შეუქცევადად გააგრძელოს ის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის გზა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და რომელიც ჩვენთვის არის ძალიან ძვირფასი და რომელიც არის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილის და ნების გამოხატულება. ასე, რომ ვფიქრობ საკითხი - საკონსტიტუციო ცვლილება მოახდენს თუ არა ძალაუფლების კონცენტრაციას, არ არის აქტუალური", -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner