logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: დიასპორის სამინისტრო სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება
- +

29 ოქტომბერი. 2016. 22:01



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება. კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ არჩევნები დასრულებული არ არის და საბოლოო კონსულტაციები სამთვრობო ცვლილებებზე გაიმართება იმ უმრავლესობასთან, რომელიც მეორე ტურის შედეგად ჩამოყალიბდება.


„ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ დიასპორის სამინისტრო სავარაუდოდ, შეუერთდება საგარეო საქმეთა სამინისტროს.

 

ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ამ საკითხზე.  ასეთი გადაწყვეტილება მივიღე პირადად, რომ სამინისტროების დიდი შერწყმა და გაერთიანებები არ გავაკეთოთ, რათა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან დიდი ტურბულენციები, მაგრამ, რა თქმა უნდა, სამინისტროების სტრუქტურაში, შიგნით იქნება გარკვეული ცვლილებები და მთავრობის ადმინისტრაციული დანახარჯების მიმართ იქნება ძალიან კონსერვატიული მიდგომა",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner