უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის" შესახებ სტატუსს აქვეყნებს და წერს:
„გუშინ ერთ ოდესელთან ვივახშმე და სააკაშვილის ამბავი ვკითხე. დანანებით მითხრა მთელი ოდესა მიშას ცოლს სანდრას ვგულშემატკივრობდით არჩევნებში და ვერ გაიმარჯვაო ( ოდესის ტელევიზიები მორბენალი სტრიქონებით გადმოსცემდნენ თურმე არჩევნების შედეგებს). მე ვკითხე ასე გიჟდებით სააკაშვილზე რომ საქართველოშიც მაგის პარტიას უჭერდით მხასმეთქი? არა ვერ მიხვდიო, მიშამ თქვა თუ ჩემი ცოლი (ალბათ პარტია) გაიმარჯვებს საქართველოში მივდივარო და მეტი უკეთესი გზა მაგის მოცილების როდის გამოჩნდებაო".