logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს მთავრობაში რამდენიმე ახალი მინისტრი იქნება
- +

29 ოქტომბერი. 2016. 22:22



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში" განაცხადა, რომ  საქართველოს მთავრობაში რამდენიმე ახალი მინისტრი იქნება. კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა მინისტრთან კონსულტაციები გამართულია, მათ შორის - მინისტრობის კანდიდატებთანაც და ცვლილებები რამდენიმე სამინისტროს შეეხება.


„შემიძლია გითხრათ, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტი იქნება ძალიან დინამიური. გვექნება ძალიან მაღალი სიჩქარე აღებული, რათა ამბიციური გეგმები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით,  შესრულდეს, 4 წლის თავზე ჩვენ მივიღოთ თვისობრივად და ხარისხობრივად განსხვავებული ქვეყანა.


ცვლილებები რამდენიმე სამინისტროს შეეხება, მაგრამ დღეს დაანონსება არასწორად მიიმაჩნია. დაახლოებით 2-3 სამინისტროს მიმართულებით იქნება ცვლილებები. ეს არ ნიშნავს, რომ დღეს ვინმე ვერ აკეთებს საქმეს. უბრალოდ, დრო იცვლება, მოთხოვნები ახალია, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც ძალიან მაღალ სიჩქარეებს საჭიროებს.  სწორედ აქედან გამომდინარე ვღებულობთ ასეთ გადაწყვეტილებას",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა


როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ცვლილებები ასევე ეკონომიკურ ბლოკსაც შეეხება.


„ეს იქნება კაბინეტი, რომელიც ძალიან მაღალ დინამიკას შექმნის ქვეყანაში",-აღნშნა პრემიერ-მინისტრმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner