„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" გენერალურ მდივანი, კახა კალაძე დავით უსუფაშვილის გადაწყვეტილებას რესპუბლიკური პარტიიდან წასვლის შესახებ „TVპირველის" ეთერში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უსუფაშვილის გადაწყვეტილებამ "რესპუბლიკელების" სლოგანი გაახსენა.
„მთელი საარჩევნო კამპანია რესპუბლიკურმა პარტიამ „ქართული ოცნების" ლანძღვაში გაატარა, რაც მათ შედეგებზეც აისახა. მინდა, მას წარმატება ვუსურვო - ის არის ადამიანი, რომელიც იბრძოდა ჩვენთნ ერთად კოალიციაში, თუმცა მისი განცხადებები იყო არაადეკვატური საარჩევნო კამპანიის დროს. მათი სლოგანი იყო - "გავთავისუფლდეთ" და დღეს, დავით უსუფაშვილმა მართლაც მიიღო გადაწყვეტილება გათავისუფლებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, წარმატებას ვუსურვებ მას", - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება დავით უსუფაშვილთან შესაძლო თანამშრომლობას, კალაძის თქმით, ეს საკითხი გიორგი კვირიკაშვილის გადასაწყვეტია, თუმცა ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა და სავარაუდოდ, დავით უსუფაშვილი ახალი პოლიტიკური გუნდის შექმნაზე იზრუნებს.