logo_geo
eng_logo
„გადატრიალებისას კობა ნარჩემაშვილი ერთადერთი მინისტრი აღმოჩნდა, რომელიც არ გაიქცა სააკაშვილთან“
- +

30 ოქტომბერი. 2016. 10:35


„ქართულ პოლიტიკაში პრინციპული ადამიანების მოსვლის დროა", - წერს ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში.


„შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს კობა ნარჩემაშვილს, მახსოვს, სულ ვაკრიტიკებდი და რბილად რომ ვთქვათ, მეგობრები არ ვყოფილვართ. დამოკიდებულება შეცვალა 2003 წლის ნოემბრის ერთმა კადრმა. ე.წ. „ვარდების რევოლუციად" წოდებული გადატრიალებისას კობა ნარჩემაშვილი აღმოჩნდა ერთადერი მინისტრი, რომელიც არ გაიქცა გამარჯვებულ სააკაშვილთან და ბოლომდე დარჩა კაცად. მაშინ მხოლოდ კობა ნარჩემაშვილმა და სულხან მოლაშვილმა შეინარჩუნეს ღირსება და სახე. მაშინ, მახსოვს სტატიაც დავწერე კობაზე, როგორც ფაქტიურად ერთადერთ პრინციპულ პოლიტიკოსზე, რომელიც წინ აღუდგა გადატრიალებას. მოგვიანებით მე და კობა დავმეგობრდით და დღეს ქუთაისში ვარ მის მხარდასაჭერად.

right_banner right_banner
არქივი
right_banner