logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: საარჩევნო კამპანიის დროს დავით უსუფაშვილის განცხადებები არაადეკვატური იყო
- +

30 ოქტომბერი. 2016. 10:59


„ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძე  „TVპირველის" ეთერში დავით უსუფაშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.


 

მთელი საარჩევნო კამპანია რესპუბლიკურმა პარტიამ ქართული ოცნებისლანძღვაში გაატარა, რაც მათ შედეგებზეც აისახა. მინდა, მას წარმატება ვუსურვო. ის არის ადამიანი, რომელიც იბრძოდა ჩვენთ ერთად კოალიციაში, თუმცა მისი განცხადებები იყო არაადეკვატური საარჩევნო კამპანიის დროს. მათი სლოგანი იყო - გავთავისუფლდეთდა დღეს, დავით უსუფაშვილმა მართლაც მიიღო გადაწყვეტილება გათავისუფლებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, წარმატებას ვუსურვებ მას", - განაცხადა კალაძემ.



რაც შეეხება დავით უსუფაშვილთან შესაძლო თანამშრომლობას, კალაძის თქმით, ეს საკითხი გიორგი კვირიკაშვილის გადასაწყვეტია.



ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა და სავარაუდოდ, დავით უსუფაშვილი ახალი პოლიტიკური გუნდის შექმნაზე იზრუნებს", - განაცხადა კახა კალაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner