„ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძე „TVპირველის" ეთერში დავით უსუფაშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„მთელი საარჩევნო კამპანია რესპუბლიკურმა პარტიამ „ქართული ოცნების" ლანძღვაში გაატარა, რაც მათ შედეგებზეც აისახა. მინდა, მას წარმატება ვუსურვო. ის არის ადამიანი, რომელიც იბრძოდა ჩვენთან ერთად კოალიციაში, თუმცა მისი განცხადებები იყო არაადეკვატური საარჩევნო კამპანიის დროს. მათი სლოგანი იყო - „გავთავისუფლდეთ" და დღეს, დავით უსუფაშვილმა მართლაც მიიღო გადაწყვეტილება გათავისუფლებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, წარმატებას ვუსურვებ მას", - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება დავით უსუფაშვილთან შესაძლო თანამშრომლობას, კალაძის თქმით, ეს საკითხი გიორგი კვირიკაშვილის გადასაწყვეტია.
„ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა და სავარაუდოდ, დავით უსუფაშვილი ახალი პოლიტიკური გუნდის შექმნაზე იზრუნებს", - განაცხადა კახა კალაძემ.