„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მისი შინაგან საქმეთა მინისტრად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა. კალაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გუნდში საუბარი არ ყოფილა.
„სად გავაგრძელებ საქმიანობას, ამაზე გუნდში ვიმსჯელებთ. გავრცელებულ ჭორებზე, რომ კახა კალაძე შს მინისტრად ინიშნება, შემიძლია გითხრათ, რომ ამაზე საუბარიც არ ყოფილა. ვფიქრობ, ალბათ, უფრო მთავრობაში დავბრუნდები, ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, თუმცა პრემიერ-მინისტრთან და გუნდთან ერთად, ამაზე აუცილებლად იქნება მსჯელობა. არ არის მთავარი და მნიშვნელოვანი, ვინ რა თანამდებობაზე იქნება, ჩვენ ყველამ უნდა განვახორციელოთ ის ამბიციური გეგმა, რომელიც „ქართულ ოცნებას" აქვს წარმოდგენილი", - განაცხადა კახა კალაძემ „TV-პირველის" ეთერში.