logo_geo
eng_logo
საქალაქო სასამართლო ინგა ჩატოიანის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს
- +

18 მარტი. 2016. 13:47



თბილისის საქალაქო სასამართლო ფარული მასალების საქმეზე ბრალდებული ინგა ჩატოიანის მიმართ დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.



თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელებისათვის ბრალდებულების მიმართ. კერძოდ, სასამართლოს განჩინებით, ბრალდებულ ინგა .- აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო ბრალდებულ ნიკოლოზ - მიმართ, რომელსაც სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა, განისაზღვრა წინასასამართლო სხდომის თარიღი. მოცემულ საქმეზე, ორივე ბრალდებულის მიმართ წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2016 წლის 21 აპრილს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.

 

ბრალდებულებს ბრალად ედებათ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება, ჩადენილი ანგარებით, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა სხდომის დახურვასთან დაკავშირებით, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის შესაძლო გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით.

 

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალად შერაცხული ქმედების ხასიათი, სპეციფიკა და ბრალდებულის პიროვნება. კერძოდ, ინგა - ბრალად ედება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლების - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა, რომელიც განხორციელდა ანგარებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მხრიდან დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, არსებობს საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებისა და შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე.



აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ნაწილში განჩინება საჩივრდება ერთჯერადად, მისი გამოცხადებიდან 48 საათში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში", - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს გავრცელებულ განცხადებაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner